აშშ-ის ქალთა ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მეგან რაპინომ განაცხადა, რომ კარიერის ბოლო მატჩში მიღებული ტრავმა იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი არ არსებობს.
„მე არ ვარ რელიგიური ადამიანი და თუ ღმერთი იყო, ეს იმის დასტურია, რომ ის არ არსებობს. ეს უბრალოდ საშინელებაა. ორიოდე წუთი მინდორზე და აქილევსს მყესი გამიწყდა. დიდი დაწკაპუნება ვიგრძენი, არც კი ვიცი სად არის ჩემი აქილევსი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამიწდა.. ყველაზე ცუდი სცენარი“, - ციტირებს რაპინოს სიტყვებს New York Post-ი.
38 წლის რაპინომ ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NWSL) ფინალური მატჩის მესამე წუთზე ტრავმა მიიღო. ეს შეხვედრა მისთვის კარიერაში ბოლო გახლდათ. აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში მეგანმა ორჯერ მოიგო ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი.
რაპინოს სიტყვებმა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, პირს მორგანი აღაშფოთა. „მე ვიტყოდი, რომ ეს სწორედ საბოლოო მტკიცებულებაა იმისა, რომ ღმერთი არსებობს და იზიარებს ჩემს აზრს. ეს ამპარტავანი, თვითკმაყოფილი, ვარდისფერთმიანი ქალბატონი არ იმსახურებდა იმ დიდებულ გაცილებას, რომელსაც მოუთმენლად ელოდა.“ - წერს მორგანი.