ფეხბურთი

13:18 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედეგორმა „არსენალის“ ბოლო მატჩები ტვინის შერყევის მიზეზით გამოტოვა

„არსენალის“ ნახევარმცველმა, მარტინ ედეგორმა, ლონდონური კლუბის ბოლო სამი თამაში გამოტოვა ვარჯიშის დროს ტვინის შერყევის გამო - წერს Daily Mail.

წყაროს ცნობით, ნოემბრის დასაწყისში, „ნიუკასლთან“ პრემიერლიგის მატჩის წინ ვარჯიშის დროს, ნორვეგიელს ბურთი საზეში მოხვდა. ამ დარტყმის შემდეგ მარტინს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა 4 ნოემბერს გამართული ინგლისის ჩემპიონატის მატჩი ნიუკასლთან (1:0) გამოტოვა. ვერ მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის თამაშში „სევილიასთან“ (2:0), რომელიც 8 ნოემბერს გაიმართა. ედეგორმა ასევე გამოტოვა პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩი „ბარნლისთან,“ რომელშიც „მეთოფეებმა“ ანგარიშით 3:1 მოიგეს.

0.136398