ნეაპოლელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ „ნაპოლის“ და რუდი გარსიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგო სკამზე დასმა გარსიას მხრიდან თითქოს ნიშნავდა იმას, რომ სამსახურიდან გათავისუფლება სურდა.
„გარსიამ რაღაც გიჟური არჩევანი გააკეთა, თითქოს, სურდა, რომ „ნაპოლიდან“ გაეგდოთ. როგორ შეიძლება 60 წლის და დიდი გამოცდილების მწვრთნელმა იფიქროს, რომ ჟიელინსკი და კვარაცხელია სანაკრებო პაუზის წინ დაასვენოს. მან უარი თქვა საუკეთესო ფეხბურთელებით თამაშის დაწყებაზე, როდესაც ოსიმენიც არ ჰყავს.
დე ლაურენტისმა სხვა შეცდომაც დაუშვა. მან ისეთი სპორტული დირექტორის ნაცვლად, როგორიც ჯუნტოლია, „სპეციადან“ გაშვებული 60 წლის სპორტული დირექტორი მოიყვანა“, - თქვა კიარიელომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს.