ფეხბურთი

10:26 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

იგორ ტუდორი თანახმაა "ნაპოლი" ჩაიბაროს

იგორ ტუდორი თანახმაა „ნაპოლი“ ჩაიბაროს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ხორვატმა სპეციალისტმა აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.

ტუდორის მოთხოვნა იყო 18-თვიანი კონტრაქტი და 3 მილიონი ევრო იყო, მაგრამ დე ლაურენტისმა მას მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მუშაობა შესთავაზა. როგორც ჩანს, ხორვატმა მიიღო ეს წინადადება.

ახლა საბოლოო სიტყვა დე ლაურენტისზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ტუდორის დანიშვნა. 45 წლის ხორვატი კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს, შემდეგ კი შედეგებიდან გამომდინარე „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს გააგრძელონ თუ არა, მასთან თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, რომ იგორ ტუდორი სამწვრთნელო კარიერაში „ჰაიდუკს“, პაოკ-ს, „კარაბუკსპორს“, "გალათასარაის", „უდინეზეს“, „ვერონას“ და „მარსელს“ წვრთნიდა, „იუვენტუსში“ კი ასისტენტად მუშაობდა. „ნაპოლი“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

0.121694