ფეხბურთი

23:05 | 13.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: კვარაცხელიას სკამზე დასმა გარსიას მხრიდან თვითდაზიანების შედევრი იყო

Corriere Dello Sport-მა რუდი გარსიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას სკამზე დასმით საკუთარი თავი დააზიანა.

„კვარაცხელია სკამზე გარსიას მხრიდან თვითდაზიანების შედევრი იყო. გადამწყვეტ, საბოლოო დღეს რუდი გარსიამ მოახერხა საკუთარი თავის ყველაზე უარესი მტერი ყოფილიყო. ეს იგივეა, როცა ვიღაცას გრიპი აქვს და თოვლში ქურთუკის გარეშე გავა. ნაპოლის სათავეში მისი ყოფნის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ფრანგმა რევოლუცია და გილიოტინა აირჩია: კვარაცხელია სათადარიგო სკამზე.

დღის მთავარი შედევრი სწორედ ესაა - კვარაცხელიას თადარიგში დატოვება: ყველაზე მომაკვდინებელი და შეუჩერებელი ტალანტის. გარსიამ იტალიის ჩემპიონის ყველაზე სევდიანი გვერდი დაწერა საშინელი მენეჯმენტით ტალანტებით სავსე გუნდში. 5 თვეში დაანგრია ის, რასაც სპალეტი ორი წელიწადი აშენებდა.

ერთადერთი სწორი არჩევანი, რაც დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების შემდეგ გააკეთა, იქნება ის, რასაც აპირებს - გარსიას გათავისუფლება. მას უკვე აცნობეს, რომ ოთხშაბათიდან ვარჯიშზე შეუძლია არ მივიდეს. ზაფხულში დე ლაურენტისი 30-მდე მწვრთნელს დაუკავშირდა, ახლა კი მწვრთნელის შერჩევა თავიდან დაიწყო“, - წერს გამოცემა.

0.119526