ფეხბურთი

20:23 | 13.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "გარსიას ჩემთან შედარება თავიდანვე არ იყო სწორი"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რუდი გარსიაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ შედარებების გაკეთება სწორი არ არის.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გარსია კარგი ადამიანია, თითოეული მწვრთნელის მუშაობა კი დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს, პარალელების გავლების გარეშე:

„ნაპოლიზე“ სათქმელი არაფერი მაქვს. მე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ამჟამად კლუბებზე საუბარი სწორი არ მგონია. უსამართლოა ყოველთვის წარსულთან შედარება. ყველა ფეხბურთელი და მწვრთნელი უნდა შეფასდეს იმის გამო, რაც წარსულში გააკეთეს, იმ მცდელობის გამო, რაც გააკეთეს გუნდის გასაუმჯობესებლად, რადგან გაუმჯობესება ყველას შეუძლია. გარსიამ დაამტკიცა, რომ წესიერი ადამიანია მისი გუნდის წარსულთან შედარება პირველივე მატჩიდან არასწორი იყო. მე „ნაპოლისთან“ მშვენიერი ამბავი მაკავშირებს, რომელიც მთლიანად იტალიური ფეხბურთის ლამაზი ისტორიაა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ „ნაპოლიში“ სწორედ ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა და დიდი ალბათობით, სულ მალე გაათავისუფლებენ.

0.116126