„ნაპოლის“ და „ემპოლის“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ არის. რუდი გარსიამ ქართველი თადარიგში დატოვა, რაც მოულოდნელი გადაწყვეტილებაა.
ფრანგმა სპეციალისტმა მატჩამდე Sky Sport-თან ისაუბრა და ცხადია, კვარაცხელიას სკამზე დატოვებაზე შეკითხვა დაუსვეს:
„ძირითადი შემადგენლობიდან კვარაცხელიას გამორიცხვა? ეს ცუდი სიტყვაა. უბრალოდ, ეს იმისთვის გავაკეთე, რომ კვარამ ამოისუნთქოს და მეორე ტაიმში განსხვავება მოახდინოს. გვჭირდებოდა ახალი ძალები. გოლები უნდა გავიტანოთ, საჯარიმოში რასპადორის და სიმეონეს ერთად ყოფნა კი პლუსია. 4-3-3 სქემა შეიძლება დღესაც გამოვიყენოთ, მაგრამ მთავარია, მოვიგოთ. დიდი ხანია სახლში არ მოგვიგია და ეს არის დამატებითი მოტივაცია, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. გვინდა გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“, - თქვა გარსიამ.