იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „იუვენტუსი“ და „კალიარი“ შეხვდნენ, დასრულდა. შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 დამთავრდა.
60 წუთზე „ბებერი ქალბატონის“ მცველმა, გლეისონ ბრემერმა ფილიპ კოსტიჩის გადაცემით გახსნა ანგარიში. 70-ზე მასპინძლების უპირატესობა კიდევ ერთმა მცველმა, დანიელე რუგანიმ განამტკიცა. ბოლოსკენ „კალიარის“ ალბერტო დოსენამ სხვაობა ერთ გოლამდე შეამცირა.
ამისდაკვალად, 29-ქულიანი „იუვენტუსი“ სერია A-ს ცხრილს მინიმუმ კვირა საღამომდე სათავეში მოექცა. მეორე ადგილზე მყოფი „ინტერი“ (28 ქულა) კვირას გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ მასპინძლობს.