ლონდონის „ტოტენჰემი“, რომელიც პრემიერლიგას ლიდერობდა და 10 ტური დაუმარცხებელი იყო, ბოლო ორ ტურში ზედიზედ დამარცხდა.
მე-12 ტურში „დეზები“ „ვულვზს“ ესტუმრნენ და მთელი თამაში იგებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც უქულოდ დარჩნენ.
მესამე წუთზე ბრენან ჯონსონმა ანგე პოსტეკოღლუს გუნდი წინ გაიყვანა და „ტოტენჰემი“ უპირატესობას 91-ე წუთამდე ინარჩუნებდა. თუმცა... ჯერ პაბლო სარაბიამ გაათანაბრა, ხოლო მე-7 კომპენსირებულ წუთზე მარიო ლემინამ „ვულვზს“ საერთოდ მოაგებინა.
შედეგად, „ტოტენჰემს“ 26 ქულა დარჩა, მომდევნო ტურში კი „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.