ფეხბურთი

17:52 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

AS მამარდაშვილის ჩაშლილ ტრანსფერზე: "ვალენსიამ" "რეალის" შეთავაზებას არც უპასუხა

ესპანური გამოცემა AS-ი „რეალი“ – „ვალენსიას“ მატჩის წინ „სამეფო კლუბში“ გიორგი მამარდაშვილის ჩაშლილი ტრანსფერის დეტალებზე წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზაფხულში „რეალი“ მზად იყო მამარდაშვილი ტიბო კურტუას შემცვლელად გადაებირებინა, მაგრამ „ვალენსიამ“ მადრიდელთა შეთავაზება უპასუხოდ დატოვა:

„ტიბო კურტუას ტრავმის შემდეგ „რეალს“ სამი ვარიანტი ჰქონდა: კეპა, ბონო და მამარდაშვილი. საბოლოოდ მათ „ჩელსის“ ყოფილი მეკარე დაიმატეს, თუმცა დღეს შეიძლებოდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მამარდაშვილს მასპინძელთა კარი დაეცვა და არა სტუმართა.

„რეალი“ „ვალენსიასთან“ მკაფიო შეთავაზებით მივიდა: 5 მილიონი ევრო ერთწლიანი იჯარისთვის და 30 მილიონი ევრო არასავალდებულო გამოსყიდვისთვის. ეს თითქოს, პიტერ ლიმისთვის არ უნდა ყოფილიყო ცუდი ვარიანტი. „რეალის“ პირობა ის იყო, რომ „ვალენსიას“ დიახ ან არა 48 საათში უნდა ეთქვა, რადგან „რეალი“ ჩქარობდა კურტუას შემცვლელის პოვნას და კეპა კურტუას ტრავმიდან ოთხ დღეში დაიმატა. საბოლოოდ, „ვალენსიამ“ აირჩია მამარდაშვილის შენარჩუნება და არც უპასუხია „რეალის“ შეთავაზებისთვის.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშეა. „რეალი“ არის გუნდი, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარისკენ ყველაზე მეტჯერ ურტყამს (159), ისევე, როგორც კარში (84), ხოლო მამარდაშვილმა 12 ტურში 13 გოლი გაუშვა, მისი კარისკენ 107-ჯერ დაარტყეს, ხოლო სეივი 33-ჯერ შეასრულა“, - წერს As-ი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩი დღეს, 00:00 საათზე გაიმართება.

0.12467