ფეხბურთი

16:30 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" მარცხი ეროვნულ ლიგაში: საჩემპიონო ინტრიგა ისევ ცოცხალია

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „დინამო ბათუმი“ სტუმრად „სამგურალს“ (სამტრედიაში) დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა, რითაც საჩემპიონო ინტრიგა ისევ ცოცხალი დარჩა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და 25-ე წამზე(!) დაწინაურდა. მასპინძელთა დაცვის ჩავარდნით პაატა ღუდუშაურმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 25-ე წუთზე წყალტუბოელებმა ალექსანდრე ვერულიძის გოლით გაათანაბრეს, მაგრამ ტაიმი მაინც აჭარლებმა მოიგეს - ღუდუშაურმა დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში „დინამო ბათუმმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 47-ე წუთზე დავით მაისაშვილმა წონასწორობა მეორედ აღადგინა. თითქოს გუნდებს ქულები უნდა გაეყოთ,მ მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ნიკა კალანდრიშვილმა „სამგურალს“ მოაგებინა - 3:2.

შედეგად, სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, „დინამო ბათუმს“ „დინამო თბილისთან“ 6-ქულიანი უპირატესობა აქვს, რაც ცოტა არ არის, მაგრამ ეს გუნდები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, რაც ინტრიგას უფრო აცოცხლებს. მომდევნო ტურში ბათუმელები „თელავს“ ეთამაშებიან.

„სამგურალმა“ 50 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

„სამგურალი“ – „დინამო ბათუმი“ 3:2 (1:2)

გოლები: 0:1 ღუდუშაური (1), 1:1 ვერულიძე (25), 1:2 ღუდუშაური (32), 2:2 მაისაშვილი (47), 3:2 კალანდრიშვილი (95)

0.12509