ლონდონის „ტოტენჰემს“ მიკი ვან დე ვენი მიმდინარე წელს ვერ დაეხმარება. ნიდერლანდელმა მცველმა დაზიანება „ჩელსისთან“ მატჩში მიიღო და ბარძაყის ტრავმა სერიოზული გამოდგა.
ვან დე ვენი მინიმუმ ორი თვე იუქმებს, შესაბამისად, მოედანს მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება. მიკი ლონდონელთა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.
მიმდინარე სეზონში ვან დე ვენმა „ტოტენჰემის“ მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.