მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი არდა გიულერი ისევ დაშავდა. ამის შესახებ კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯერჯერობით, უცნობია, თურქი ფეხბურთელის დაზიანების ხარისხი, მაგრამ მან ახალი ტრავმა მიიღო. ეს უკვე მესამე ტრავმაა არდასთვის მიმდინარე სეზონში.
ტრავმიანობის გამო ნიჭიერ ფეხბურთელს „სამეფო კლუბში“ ჯერ დებიუტი არ ჰქონია.