„ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში „გალათასარაისთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„განსაკუთრებული შეხვედრა, შესანიშნავი ატმოსფერო. ხელოვნური განათების ფონზე საშინაო მატჩი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში ასეთ ძლიერ მეტოქესთან „ბაიერნში“ დაბრუნება კი ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა“, - ციტირებს ნოიერის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ ნოიერმა 2022 წლის დეკემბერში მთის კურორტზე თხილამურობისას მძიმე ტრავმა მიიღო და მინდორს სულ ახლახან დაუბრუნდა.