„ბაიერნის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში „გალათასარაისთან" გამარჯვების შემდეგ (2:1) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„რთული თამაში გამოდგა. მაგრამ სწორედ ასეთს ველოდით. გასვლითი მატჩიც მსგავსი იყო. ვფიქრობ, ამჯერად თამაშს უკეთ ვაკონტროლებდით. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ერთადერთი რაც გვაკლდა ბოლო პასი ან დარტყმა იყო. ვიცოდით, რომ უბრალოდ შესვენების შემდეგ ამ იმპულსის შენარჩუნება გვჭირდებოდა“, - ციტირებს კეინის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
ინგლისელმა შემტევმა ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა. კეინი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. მას ადრეც ბევრი ბურთი გაჰქონდა, მაგრამ ახლა, „ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ, 14 თამაშში 19 გოლი გაიტანა...
ასე თუ გააგრძელა „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატიც შეიძლება გახდეს.
„ბაიერნმა“ 12 ქულა დააგროვა და A ჯგუფიდან ფლეი ოფის საგზური ვადამდე მოიპოვა.