„უნიონ ბერლინის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველმა კარგად ითამაშა, მაგრამ ზოგიერთ ეპიზოდში უკეთ მოქმედება შეეძლო.
„კვარაცხელიამ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, როდესაც გიმიზნებს, ყოველთვის წნეხის ქვეშ გაქცევს. ზოგიერთ სიტუაციაში უკეთ მოქმედება შეეძლო, მაგრამ ჩვენთვის კარგი გააკეთა (იღიმის - რედ). როგორც გუშინ ვთქვი, „ნაპოლის“ შეტევაში წარმოუდგენელი ხარისხი და რესურსი აქვს, 90 წუთის განმავლობაში ზეწოლას ახდენენ", - თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით კვარაცხელიას 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ნოემბერს, სტუმრად მადრიდის „რეალს“ შეხვდება. მანამდე ნეაპოლელები სერია A-ში „ემპოლის“ უმასპინძლებენ.