შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
შოტლანდია 16 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს, გლაზგოში ნორვეგიას უმასპინძლებს. სქოთებს უახლოეს შეხვედრებში კაპიტანი, ენდი რობერტსონი არ ეყოლებათ, რომელსაც ტრავმა აქვს და განაცხადში არაა.
შოტლანდიის ნაკრები თბილისში ასეთი შემადგენლობით ჩამოვა:
მეკარეები: ზანდერ კლარკი (ჰართსი), ლიამ კელი (მოზერველი), როს მაკრორი (რეინჯერსი)
მცველები: ლიამ კუპერი (ლიდსი, ინგლისი), ჯოშ დოიგი (ვერონა, იტალია), ჯეკ ჰენდრი (ალ-ეტიფაქი, საუდის არაბეთი), სკოტ მაკენა (ნოტინგემი, ინგლისი), ნათან პატერსონი (ევერტონი, ინგლისი), ანტონი რელსტონი (სელტიკი), რაიან პორტეუსი (უოტფორდი, ინგლისი), გრეგ ტეილორი (სელტიკი)
ნახევარმცელები: სტიუარტ არმსტრონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ლუის ფერგიუსონი (ბოლონია, იტალია), ბილი გილმორი (ბრაიტონი, ინგლისი), რაიან ჯეკი (რეინჯერსი), ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა, ინგლისი), კალუმ მაკგრეგორი (სელტიკი), კენი მაკლინი (ნორვიჩი, ინგლისი), სკოტ მაკტომინეი (მანჩესტერი, ინგლისი)
თავდამსხმელები: ჩი ადამსი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჯეიკობ ბრაუნი (ლუტონი, ინგლისი), რაიან კრისტი (ბორნმუთი, ინგლისი), ლინდონ დაიკსი (ქპრ, ინგლისი)
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, შესაბამისად, მისთვის ბოლო ორი მატჩი ფორმალური ხასიათისაა.