ფეხბურთი

14:38 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სარიმ მოურინიოს უპასუხა: "რომას" ამხანაგური მატჩი აქვს, ჩვენ ომი გვქონდა"

სერია A-ს მომდევნო ტურში რომაული დერბია, რომლის წინ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები საინტერესო განცხადებებს აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ „ლაციოს“ მათთან შედარებით ორი დღით მეტი აქვს დერბისთვის მოსამზადებლად, რადგან „ლაციომ“ გუშინ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე (ფეიენოორდთან), ხოლო „რომა“ ხვალ ითამაშებს „სლავიასთან“.

სწორედ ამ განცხადებას „ფეიენოორდთან“ თამაშის შემდეგ „ლაციოს“ თავკაცმა მაურიციო სარიმ უპასუხა:

„რომას“ ხუთშაბათს ფაქტობრივად ამხანაგური მატჩი აქვს, ჩვენ კი დღეს საღამოს ომი გვქონდა, ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. აქვე მინდა ვთქვა, რომ რომაული დერბის ევროთასების კვირაში ჩანიშვნა, ჭკვიანური გადაწყვეტილება არ არის, შეიძლებოდა, კალენდარი სხვანაირად შეედგინათ“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოს“ და „რომას“ მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება.

0.111893