„დორტმუნდის“ ფანებმა „ნიუკასლთან“ მატჩის წინ უეფას წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
გერმანელმა გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც ნასერ ალ-ხელაიფის, ჯანი ინფანტინოსა და ანდრეა ანიელის ფიგურები იყო გამოსახული და ეწერა: "თქვენ სპორტი არ გაინტერესებთ, მხოლოდ ფული გაინტერესებთ!“
გარდა ამისა, მატჩის მიმდინარეობისას ფანებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს, რითაც ასევე პროტესტი გამოხატეს.
„დორტმუნდმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, რის შედეგადაც ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში“, სადაც აგრეთვე "მილანი" და პსჟ არიან, პირველ ადგილზეა.