საუდური „ალ-ჰილალი“ არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესის 1 მილიარდი ევროს ოდენობის ხელფასს სთავაზობდა - წერს Le10sport.
წყაროს ცნობით, მაშინაც კი, როცა მესი პსჟ-ში თამაშობდა, „ალ-ჰილალის“ წარმომადგენლები პარიზში ჩაფრინდნენ და ფეხბურთელს სოლიდური ხელფასი შესთავაზეს. თუმცა, არგენტინელს სერიოზულად არასოდეს განუხილავს ეს შეთავაზება და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას მაიამის „ინტერთან“ გააფორმა კონტრაქტი.
მესის კონტრაქტი ამერიკულ კლუბთან 2025 წლამდეა ძალაში. გასულ სეზონში არგენტინელმა „ინტერში“ 14 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანადა 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მესიმ „მაიამისთან“ ერთად ლიგის თასი მოიგო.