მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ჯუდ ბელინგემმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ მატჩი გამოტოვოს.
ინგლისელმა „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის დასაწყისში მხრის ტრავმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ „რაიოსთან“ მან შეუცვლელად ითამაშა, მადრიდელებს გარისკვა აღარ სურთ.
„ბელინგემს მხრის პრობლემა აქვს, მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ თამაში შეეძლო. ორშაბათს ტესტირება ჩაუტარდება, არ მგონია, რაიმე სერიოზული იყოს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემმა მადრიდის „რეალში“ მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.