ფეხბურთი

16:15 | 6.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დიასი მამის გათავისუფლებას ითხოვს

„ლივერპულის“ ფეხბურთელი ლუის დიასი მამის გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც კოლუმბიაში ერთ-ერთ დაჯგუფებას ჰყავს გატაცებული.

მან „ლუტონთან“ გოლი, რითაც თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა, სწორედ მამას მიუძღვნა და მაისურზე ეწერა: „თავისუფლება მამას“.

დიასის დედ-მამა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიტაცეს, დედა დააბრუნეს, მაგრამ მამამისი ჯერ კიდევ არ ჩანს. ლუისმა პოსტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა:

„დღეს, როგორც ფეხბურთელი არ ვსაუბრობ, არამედ, როგორც მანუელ დიასის ვაჟი. მამაჩემი შრომისმოყვარე ადამიანია და ის გაიტაცეს. ვთხოვ ELN-ს, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ მამაჩემი. ასევე ვთხოვ საერთაშორისო ასოციაციებს იმუშაონ ამაზე, რომ ის გათავისუფლდეს. ყოველ წამს, ყოველ წუთს უფრო და უფრო ვღელავთ. სიტყვები არ გვაქვს, რომ აღვწეროთ ჩვენი ოჯახის საშინელი განცდები, სანამ ის სახლში არ დაბრუნდება. გთხოვთ, გაათავისუფლოთ მამაჩემი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კოლუმბიელს და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ლუის დიასმა.

0.109393