მილანის „ინტერს“ მცველი, ბენჟამინ პავარი გამოაკლდა. ფეხბურთელს მარცხენა მუხლის დაზიანება აქვს, რის გამოც რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.
ჯერ ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, 27 წლის ფრანგი 2024 წლამდე მოედანზე ვერ დაბრუნდება. პავარმა დაზიანება ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ ბენჟამინ პავარი გასულ ზაფხულს „ბაიერნიდან“ შეიძინა. მან იტალიურ კლუბში დღემდე 9 მატჩი ჩაატარა.