ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში „ვალენსიამ“ „გრანადას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მე-7 კომპენსირებულ წუთზე პეპელუმ პენალტით გაიტანა და „ღამურებმა“ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მიითვალეს.
გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია - მხოლოდ ერთი დარტყმა მოიგერია. ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეოთხედ შეინახა, 12 მატჩში კი 13 გოლი აქვს გაშვებული.
„ვალენსიამ“, რომელსაც ლა ლიგაში 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა (2 მოგება, 2 ფრე), ამ გამარჯვებით 18 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 11 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.