კალათბურთი

10:19 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ ორამაგი დუბლი შეასრულა, "ორლანდომ" "ლეიკერსს" ყველაფერში აჯობა (+VIDEO)

გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი თამაში ჩაატარა და "ლეიკერსთან" ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელის გუნდმა ლოს ანჯელესელებს დამაჯერებლად, 19-ქულიანი სხვაობით 120:101 აჯობა.

„ორლანდო მეჯიქი“ მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქისთვის წინ გასვლის საშუალება არ მიუცია. მესამე პერიოდის ბოლოს კი გუნდებს შორის სხვაობა 25 ქულამდე გაიზარდა.

ბითაძემ პარკეტზე 25:56 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მიითვალა. მისი +- მაჩვენებელი კი 27-ს გაუტოლდა. გოგამ ფარის მიმართულებით 7-ჯერ ისროლა, რომლიდანაც 3 გამოიყენა, მან 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

ყველაზე შედეგიანი შეხვედრაში ენტონი დევისი იყო. ამერიკელმა კალიფორნიელებს 28 ქილა, 13 მოხსნა და 3 პასი შესძინა, თუმცა საკუთარ გუნდს ვერ მოაგებინა. ლებრონ ჯეიმსმა კი შეხვედრა 24 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა.

„ორლანდოს“ 4 მოგება და 2 მარცხი აქვს რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, „ლეიკერსს“ კი 3-3 მოგება-წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიცია უკავია.

0.115162