ფეხბურთი

3:05 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფლუმინენსემ" ისტორიაში პირველად ლიბერტადორესის თასი მოიგო

„ფლუმინენსე“ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულია. ბრაზილიურმა გუნდმა რიოში, „მარაკანაზე“ გამართულ ფინალში „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ბრაზილიელები 36-ე წუთზე არგენტინელმა თავდამსხმელმა ხერმან კანომ დააწინაურა, რასაც 72-ე წუთზე ლუის ადვინკულამ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დრო ასე დასრულდა და ყველაფერი დამატებითმა დრომ გადაწყვიტა.

99-ე წუთზე ჯონ კენედიმ „ფლუ“ მეორედ გაიყვანა წინ და როგორც გაირკვა, კლუბისთვის ისტორიული გოლი გაიტანა - 2:1. ისტორიული იმიტომ, რომ „ფლუმინენსემ“ ისტორიაში პირველად მოიგო ლიბერტადორესის თასი.

„ფლუ“ მე-11 ბრაზილიური კლუბი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული სამხრეთამერიკული ტიტული მოიგო.

„ბოკა ხუნიორსმა“ კი „ინდეპენდიეტეს“ დაწევის შანსი გაანიავა (7 ტიტული) და კოპა ლიბერტადორესი ისევ 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ „ბოკამ“ ბოლო სამი ფინალი წააგო 2012, 2018 და 2023 წლებში.

„ბოკა ხუნიორსი“ – „ფლუმინენსე“ 1:2 დ.დ (0:1)

გოლები: 0:1 კანო (36), 1:1 ადვინკულა (72), 1:2 კენედი (99)

0.114729