ფეხბურთი

0:54 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

Area Napoli: "გარსიამ ეს შეამჩნია და უკმაყოფილო კვარაცხელიასთან მივიდა"

სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლიმ“ „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი 67-ე წუთზე შეცვალეს, რისი მიზეზიც ცუდი თამაში არ ყოფილა.

ქართველს შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ გარსიამ ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ დასვენების მიზეზით შეცვალა. Area Napoli კი შეცვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აქცევს ყურადღებას და წერს:

„ქართველი სათადარიგო სკამზე სასოწარკვეთილი იჯდა, რადგან თავისი თამაშით სულაც არ იყო კმაყოფილი. DAZN-ის კამერებმა შეამჩნიეს მისი უკმაყოფილო მზერა, როცა სკამზე იჯდა და თავი დახრილი ჰქონდა. სცენა, რომელიც რუდი გარსიამაც შეამჩნია. ფრანგი მწვრთნელი მას მიუახლოვდა და მისი გამხნევება სცადა. კარგი ჟესტი ფრანგი მწვრთნელისგან, რომელიც აჩვენებს, რომ კარგი განწყობა აქვს თავის ფეხბურთელებთან.

ქართველი აბსოლუტური ხარისხის ფეხბურთელია და ყოველთვის სურს მატჩზე თავისი კვალის დატოვება. „სალერნიტანასთან“ ის არ ბრწყინავდა და ეს პირველმა გააცნობიერა. ოთხშაბათს კი „უნიონთან“ ეცდება გამოსწორებას“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერ პენალტი მოიპოვა.

0.117256