ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან მოლაპარაკებების შესახებ ჭორებს მადრიდის „რეალი“ გამოეხმაურა.
„მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპესა და ჩვენს კლუბს შორის მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, ეს ყველაფერი მცდარია." - იუწყება კლუბის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სამეფო კლუბს“ ფრანგი ფეხბურთელის შეძენა სურს.
მიმდინარე სეზონში კილიანმა პარიზულ კლუბში 12 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში მან მესამე ადგილი დაიკავა.