ძიუდო

20:50 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ ვერ შეძლო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველმა ფინალამდე უშეცდომოდ იასპარეზა, მაგრამ ფინალში წააგო.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ჯაკარტელი სიბგატულა არაბი, ირლანდიელი ბარაშ გლისონი და გერმანელი დომინიკ რესელი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა და ფინალში იასპარეზა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა. გადამწყვეტ შეხვედრაში ტატო თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქთან (გიორგი რევაზიშვილი) დამარცხდა. თავიდან ტატომ მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ თვითონ გააფრთხილეს ორჯერ, ხოლო 14 წამით ადრე მეტოქემ ვაზარი მოიპოვა და ბრძოლაც მოიგო.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი რაშიდ მამადალიევი, სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი და რუდი დანილ ლავრენტევი დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა, თუმცა იქ ესპანელ სალვადორ როკასთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის კოსოვოელ აკილ გიაკოვას შეხვდება.

ამავე წონაში გიორგი ტერაშვილიც გამოდიოდა, მაგრამ მან პირველივე ბრძოლა წააგო რუს დანილ ლავრენტევის წინააღმდეგ, შესაბამისად, მედლებისთვის ვეღარ იბრძოლა.

ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი საწყის ეტაპზე იტალიელ ფლავია ფავორინის დაუპირისპირდა, რომელთანაც წააგო და ასპარეზობა დაასრულა.

70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ უნგრელი შაბინა გერჩაკი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენთან მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში ნინო გულბანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ბოსნიელი ალექსანდრა სამარჯიჩის წინააღმდეგ.

ამრიგად, საქართველოს მონაგარი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი ვერცხლის მედალია. შეჯიბრი კვირას დასრულდება.

0.12618