ფეხბურთი

20:28 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უნიონ ბერლინმა" ზედიზედ მე-12 თამაში წააგო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში „უნიონ ბერლინი“ შინ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ უშანსოდ, 0:3 დამარცხა და ზედიზედ მე-12 თამაში წააგო...

„უნიონმა“, რომელიც წინა სეზონი ოთხეულში დაასრულა, ეს სეზონიც თითქოს კარგად დაიწყო, ბუნდესლიგის საწყის ორ ტურში იმარჯვა, მაგრამ მას შემდეგ ყველასთან და ყველაფერთან უძლურია - ზედიზედ 12 წაგება (3 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 გერმანიის თასზე, 8 ბუნდესლიგაში), მართლაც კოშმარული შედეგია.

საინტერესოა ისიც, რომ ბერლინელებმა ბოლო 5 მატჩში გოლიც ვერ გაიტანეს. მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელი ურს ფიშერი ჯერჯერობით სამსახურს ინარჩუნებს, მომდევნო მეტოქე კი „უნიონისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ იქნება.

შედეგად, „უნიონ ბერლინი“ საწყის ორ ტურში მოპოვებული 6 ქულით მე-16 ადგილზეა. ბუნდესლიგას 28 ქულით „ლევერკუზენი“ ლიდერობს, რომელსაც 10 ტურში 9 მოგება და 1 ფრე აქვს, რაც დიდებული შედეგია.

0.120498