ძიუდო

18:05 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა, შესაბამისად, მედალი უკვე გარანტირებული აქვს. გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება აშორებს ლაშა შავდათუაშვილს.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ჯაკარტელი სიბგატულა არაბი, ირლანდიელი ბარაშ გლისონი და გერმანელი დომინიკ რესელი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა და ფინალში იასპარეზებს.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა აზებრაიჯანელი რაშიდ მამადალიევი, სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი და რუდი დანილ ლავრენტევი დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა, თუმცა იქ ესპანელ სალვადორ როკასთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის კოსოვოელ აკილ გიაკოვას შეხვდება.

ამავე წონაში გიორგი ტერაშვილიც გამოდიოდა, მაგრამ მან პირველივე ბრძოლა წააგო რუს დანილ ლავრენტევის წინააღმდეგ, შესაბამისად, მედლებისთვის ვეღარ იბრძოლა.

ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი საწყის ეტაპზე იტალიელ ფლავია ფავორინის დაუპირისპირდა, რომელთანაც წააგო და ასპარეზობა დაასრულა.

70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ უნგრელი შაბინა გერჩაკი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენთან მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში ნინო გულბანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ბოსნიელი ალექსანდრა სამარჯიჩის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი მეორე დღეა მიმდინარეობს, საქართველოს მონაგარში კი ჯერჯერობით მედალი არაა.

0.124221