ფეხბურთი

18:35 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის სერია შეწყდა, მაგრამ "ვალენსიაში" 21-ე საუკუნეში მაინც საუკეთესო შედეგი აქვს

ესპანეთის თასზე გიორგი მამარდაშვილმა „ლოგრონესის“ წინააღმდეგ დაისვენა, რითაც „ვალენსიაში“ 53-მატჩიანი სერია შეუწყდა.

ქართველი მეკარე „ღამურების“ კარს ზედიზედ 53 შეხვედრაში იცავდა, რაც სხვათა შორის, 21-ე საუკუნეში „ვალენსიას“ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია.

ჯენარო გატუზო, ვორო გონსალესი და რუბენ ბარახა მუდმივად ქართველ მეკარეს ენდობოდნენ, შესაბამისად, „ვალენსიას“ სხვა მეკარეებს შანსი არ მისცემიათ. თასის 1/64-ფინალში კი ბარახამ გიორგი დაასვენა და 17-თვიანი პაუზის მერე ხაუმე დომენეკმა ოფიციალურ მატჩში ითამაშა.

მამარდაშვილზე უკეთესი სერია „ვალენსიაში“ ბოლოს ანდონი სუბისარეტას ჰქონდა, რომელმაც 1997 წლის მარტიდან 1998 აპრილამდე ზედიზედ 54 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

21-ე საუკუნეში კი სანტიაგო კანისარესმა 2000 წელს 45-ჯერ ითამაშა ზედიზედ, მერე კი, მხოლოდ რობერტო აიალამ და დავიდ ვილამ მოახერხეს მიჯრით 35 თამაშის ჩატარება. „ვალენსიაში“ რეკორდსმენი ხუან კარლოს კვინკოსესია, რომელმაც 1954 წლის აპრილიდან 1957 წლის მაისამდე ზედიზედ 105 შეხვედრაში ითამაშა.

0.115998