ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო კუკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ისევ ვერ ბრწყინავს, როგორც გასულ სეზონში.
„კვარაცხელიაზე ერთს ვიტყვი: ამჟამად, ის არ არის ისეთი ბრწყინვალე და გადამწყვეტი, როგორც წინა სეზონში“, - თქვა კუკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.