ფეხბურთი

20:50 | 1.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მე-11 ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელეს (+VIDEO)

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგამ მე-11 ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მანამდე ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ბილბაოსთან“ მამარდაშვილმა ორი გოლი გაუშვა, ბრწყინვალედ ითამაშა, 5 სეივი შეასრულა, მათ შორის, 4 ძალიან რთული და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.

მიმდინარე სეზონში გიორგი ტურის საუკეთესო მეკარე პირველად გახდა, ისე კი, კარიერაში მეექვსედ. 2021-2022 წლების სეზონში ის ორჯერ დაასახელეს საუკეთესოდ (პირველ და 35-ე ტურებში), ხოლო გასულ სეზონში - სამჯერ (მე-20, 34-ე და 35-ე ტურებში).

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 11-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.

0.116338