ფეხბურთი

16:54 | 1.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის თასის მატჩს გიორგი მამარდაშვილი სავარაუდოდ გამოტოვებს

ესპანეთის სამეფო თასზე „ვალენსია“ ქვედა ლიგის წარმომადგენელ „ლუგრონესს“ ესტუმრება, გიორგი მამარდაშვილი კი სავარაუდოდ არ ითამაშებს.

რუბენ ბარახამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ როტაციას გეგმავს, მეკარის პოზიციაზე კი ხაუმე დომენეკის პირველივე წუთიდან თამაშის ვარიანტს განიხილავს.

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგის სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდნა ემუქრება, არამედ, უბრალოდ სათასო მატჩში, თანაც სუსტი მეტოქის წინააღმდეგ დაისვენებს და თავის გამოჩენის შანსი ხაუმეს მიეცემა, რომელსაც წელიწადზე მეტია, რაც არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 11-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა. „ლუგრონესი“ – „ვალენსიას“ შეხვედრა 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.119192