გამოცემა Milanpress-ი „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩში დავიდე კალაბრიასა და ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ დუელს გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ ეს უკვე კლასიკურ დუელად იქცა.
„კალაბრია-კვარაცხელიას დაპირისპირება ერთ-ერთ ყველაზე კლასიკურ დუელად იქცა. ყოველი „ნაპოლი“-„მილანი“ ან „მილანი“-„ნაპოლი“ მათი ერთი-ერთზე დუელით გამოირჩევა. ისინი უკვე მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს და ბალანსი აშკარად „მილანის“ კაპიტნის სასარგებლოდაა.
ქართველს „მილანთან“ გოლი არ გაუტანია და „როსონერის“ გულშემატკივრებს ის ვერ აშინებს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან „მილანის“ წინააღმდეგ შედეგი მოიტანა, მაშინ იყო, როდესაც მას სერჯინო დესტი დაუპირისპირდა „სან სიროზე“ და პენალტი მის წინააღმდეგ მოიპოვა. დესტმა კი მაშინ სწორედ კალაბრია შეცვალა. ბოლო დუელში დამღლელი ბრძოლის შემდეგ ისინი ერთმანეთს თბილად ჩაეხუტნენ. კალაბრიამ ინსტაგრამზე ეს ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „ფეხბურთი, პატივისცემა“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 2:2 დასრულდა, ხვიჩას კი ბოლო წამზე გამარჯვების გოლი გატანა შეეძლო, მაგრამ მაიკ მენიომ მისი დარტყმა მოიგერია.