France Football-ის გამოკითხვაში თითოეული ქვეყნიდან თითო ჟურნალისტი მონაწილეობს. იტალიიდან ეს პატივი პაოლო კონდოს ერგო, რომელმაც განაცხადა, რომ თავის ხუთეულში ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელა.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ხუთეულში კვარაცხელია შევიყვანე. სამი ფეხბურთელი, რომლის ხუთეულს მიღმა დატოვება არ შეიძლებოდა, არის მესი, ჰოლანდი და მბაპე. დანარჩენს რაც შეეხება, ჩემი აზრით, „ნაპოლის“ გასული სეზონი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ამბავი იყო. კვარაცხელიას და ოსიმენს შორის არჩევანის გაკეთება მომიწია. 12 თვეში ნახევრად უცნობი მოთამაშის სტატუსიდან „ოქროს ბურთის“ კანდიდატის სტატუსზე გადასვლა რაღაც განსაკუთრებულია, ამიტომ, ხვიჩა ვარჩიე“, - თქვა კონდომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ France Football-ის გამოკითხვაში საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა.