ჯუდ ბელინგემი 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ინგლისელს რაიმონ კოპას სახელობის პრიზი გადასცეს.
ახალგაზრდებში საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელებში სახელდება. ბელინგემმა ჯამალ მუსიალასა და პედრის აჯობა. საუკეთესო ათეული კი ასეთია:
1. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი, ინგლისი)
2. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, გერმანია)
3. პედრი (ბარსელონა, ესპანეთი)
4. ედუარდო კამავინგა (რეალი, საფრანგეთი)
5. გავი (ბარსელონა, ესპანეთი)
6. ხავი სიმონსი (ლაიფციგი, ნიდერლანდები)
7. ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა, ესპანეთი)
8. ანტონიო სილვა (ბენფიკა, პორტუგალია)
9. რასმუს ჰოილუნი (ატალანტა/მანჩესტერი, დანია)
10. ელი ვაჰი (მონპელიე/ლანსი, საფრანგეთი)