ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერგამოს ჩელენჯერის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.
ბასილაშვილმა პირველ ეტაპზე გუშინ მოიგო, რითაც 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, მაგრამ დღეს კვალიფიკაციის გადამწყვეტ ეტაპზე ბილი ჰარისთან 5:7, 1:6 წააგო.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში მეტოქეს არაფერი დაუთმო, სამმაგი სეტპოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი გამოიყენა და საბოლოოდ სეტი დათმო. აი, მეორე სეტში ბრძოლა არ ყოფილა - ბრიტანელმა ძალიან ადვილად მოიგო.