ფეხბურთი

13:15 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერარა: "გოლებით და პასებით ვმსჯელობთ, მაგრამ კვარა "ნაპოლის" რაღაცას კიდევ აძლევს"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩი (2:2) შეაფასა. როგორც მან თქვა, ორივე გუნდი შედეგით იმედგაცრუებული დარჩებოდა, მაგრამ ნეაპოლელები რეაგირებით კმაყოფილი უნდა იყვნენ. მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი:

„ნაპოლი“ შეიძლება რეაქციით კმაყოფილი იყოს, მაგრამ იმედგაცრუება რჩება დამთრგუნველი პირველი ტაიმის გამო. მართლაც მშვენიერი და დაძაბული მატჩი იყო, თუმცა ვფიქრობ, შედეგით ორივე გუნდი იმედგაცრუებული იქნება. მეორე მხრივ, წაგება ორივე გუნდისთვის რთულად მისაღები იქნებოდა.

კვარა თუ ლეაუ? ამჟამად ქართველი უკეთესია, ხშირად გოლებით და პასებით ვმსჯელობთ, მაგრამ ამ დროისთვის კვარაცხელია „ნაპოლის“ კიდევ რაღაცას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში უჭირდა“, - აღნიშნა ფერარამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ნოემბერს „სალერნიტანას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.110489