„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „მილანთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, კმაყოფილია გუნდის რეაქციით და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მოგებაც შეეძლოთ, ფრე სამართლიან შედეგად მიაჩნია.
„ფრე სამართლიანი იყო, რადგან „მილანმა“ პირველ ტაიმში დაიმსახურა მოგება, ჩვენ მეორე ტაიმში. მომეწონა გუნდის რეაქცია და ინტენსივობა. მატჩში დავბრუნდით, გავათანაბრეთ და ცოტა მეტი იღბლით ბოლოს კვარას მომენტში შეგვეძლო მოგვეგო. გვინდოდა მოგება, მაგრამ ვფიქრობ, ფრე სამართლიანია, რადგანაც ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ.
მეორე ტაიმში სქემა შეცვალეთ, სიმეონეს სახით თავდამსხმელი გვჭირდებოდა, რადგან რასპადორის ხაზებს შორის კარგად თამაში შეუძლია. გარდა ამისა, ფეხბურთში მხოლოდ 4-3-3 სქემა არ არის. პოლიტანო და კვარა ფლანგებზე კარგები იყვნენ. მატეო ბევრს მუშაობს და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, მას თავდაჯერება და სტაბილურობა სჭირდებოდა. ის და კვარაცხელია გადამწყვეტი მოთამაშეები არიან, ამიტომაც, თამაშობენ ხშირად. ბიჭებით კმაყოფილი ვარ, მათ აჩვენეს ხასიათი და სიამაყე, რაც ძალიან მომწონს“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ნოემბერს „სალერნიტანას“ სტუმრად დაუპირისპირდება.