ფეხბურთი

0:54 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "დღეს MVP არ ვიყავი, გაბრაზებული ვარ"

„ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილმა „ბილბაოსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ, რომელშიც ლა ლიგამ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან გაბრაზებულია და საუკეთესოს ჯილდოს არ იმსახურებდა.

„ეს სათამაშოდ ძალიან რთული სტადიონია. დღე მე არ ვიყავი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ბოლო გოლის გამო ძალიან გაბრაზებული და მოწყენილი ვარ. ძალა და კონცენტრაცია დაგვაკლდა, რადგან ეს ძალიან რთული ადგილია, მაგრამ უნდა მოვუმატოთ და გავაგრძელოთ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით, უფრო მეტი ვივარჯიშოთ“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული და 13 გოლი გაუშვა. „ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 ნოემბერს, „გრანადას“ უმასპინძლებს.

0.135135