ესპანეთის ლიგა ენდესას მეშვიდე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „ბილბაოს“ სტუმრად 94:93 აჯობა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ოვერ-ტაიმში გადაწყდა, სადაც კანარიელებმა მეტოქეს აჯობეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.
გიორგი შერმადინმა 18 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა 5 ჯარიმის გამო თამაში ნაადრევად დაასრულა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 6-ს გაუტოლდა.
„ლენოვო ტენერიფე“ 3 მოგებით და 4 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 ნოემბერს, „ანდორას“ შინ დაუპირისპირდება.