გუშინ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართა. ჰოლანდიის ნაკრებმა ყაზახეთს უმასპინძლა და გვარიანად გაუჭირდა მოგება. სტუმრები 45 წუთის მანძილზე ამარცხებდნენ მეტოქეს, მაგრამ კლასმა და ცოტათი მსაჯმაც თავისი ქნა და “ნარინჯისფრებმა” მოწინააღმდეგე გატეხეს. არბიტრი იმიტომ ვახსენე, რომ იუგს 64-ე წუთზე აშკარად შეეძლო დჟოლჩიევის დანდობა, მაგრამ მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი ააფრიალა და ყაზახეთი გამოუვალ მდგომარეობაში დატოვა. გაძევებამდე 2 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა ჰუნტელაარმა გაიტანა, ხოლო ბოლოსკენ ჯერ იბრაჰიმ აფელაიმ გაიტანა და შემდეგ ვან პერსიმ შეაგდო პენალტის ნიშნულიდან – 3:1.
გაუჭირდა იტალიის ნაკრებსაც, რომელიც პალერმოში აზერბაიჯანს მასპინძლობდა. “რენცო ბარბერაზე” მხოლოდ ჯორჯო კიელინი იტანდა, რომელმაც ორჯერ მეტოქის კარი აიღო, ხოლო ერთხელ თავისი კარის ბადე შეარხია – 2:1.
დღის ცენტრალური შეხვედრა სტამბულში გაიმართა, სადაც თურქეთმა ჩეხეთის ნაკრები მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ბულუთის გოლით დებიუტშივე იგებდა, მაინც დამარცხდა, რითაც საქმეები საკმაოდ გაირთულა. ჩეხთაგან გოლები სივოკმა და დოკალმა გაიტანეს – 1:2.
ბელგიის ნაკრებმა ანდორა გაანადგურა, ისლანდიამ – ლატვია, ხორვატიამ და ისრაელმა მინიმალურად დაამარცხეს ბულგარეთი და კვიპროსი, ხოლო უელსისა და ბოსნიის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
ჰოლანდია – ყაზახეთი 3:1 (0:1)
ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”
ჰოლანდია (4-3-3): სილესენი, ინდი (ფერი 81), დე ვრეი, ბლინდი, ვან დერ ვილი, დე იონგი (ჰუნტელაარი 56), აფელაი, სნეიდერი, ლენსი, რობენი, ვან პერსი.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი
გოლები: 0:1 აბდულინი (17), 1:1 ჰუნტელაარი (62), 2:1 აფელაი (82), 3:1 ვან პერსი (89 პენ.).
გაფრთხილებები: აბდულინი, დიმიტრენკო, შომკო
გაძევება: დჟოლჩიევი (64).
მსაჯი: მ.იუგი
იტალია – აზერბაიჯანი 2:1 (1:0)
პალერმო, “სტადიონ რენცო ბარბერა”
იტალია (3-1-4-2): ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, რანოკია, პირლო (აკვილანი 73), ფლორენცი (ჯოვინკო 77), დარმიანი (კანდრევა 81), მარკიზიო, დე შილიო, ზაზა, იმობილე.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლები: 1:0 კიელინი (44), 1:1 კიელინი (76 ს.კ.), 2:1 კიელინი (82).
გაფრთხილებები: პირლო, ზაზა – დადასოვი, სადიგოვი
მსაჯი: ჰ.გოსეკი
ბელგია – ანდორა 6:0 (3:0)
ბრიუსელი, “შტად როი ბადუინი”
ბელგია (4-1-4-1): კურტუა, კომპანი (პოცოგნოლი 56), ლომბერტსი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეფური, მერტენსი, დე ბრუინი, ნაინგოლანი, ჩადლი (ფელაინი 61), ორიჯი (ლუკაკუ 66).
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი
გოლები: 1:0;2:0 დე ბრუინი (31 პენ; 34), 3:0 ჩადლი (37), 4:0 ორიჯი (59), 5:0;6:0 მერტენსი (65;68).
გაფრთხილებები: ვიეირა, აიალა, ლორენცო, სან ნიკოლასი
მსაჯი: ს.ბოიკო
თურქეთი – ჩეხეთი 1:2 (1:1)
შტამბული, “შუქრუ სარაკოღლუ სთედიუმი”
თურქეთი (4-3-3): ზენგინი, კეია, ტოპალი, გონული, ერკინი, თუფანი, ინანი (ოზიაკუპი 79), თურანი, ტორე (ადინი 68), შაჰანი (დემირი 66), ბულუთი.
მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი, სივოკი, კადლეცი, ლიმბერსკი, კადერაბეკი, ვაჩა, დარიდა, კრეჟჩი (პილარი 68), დოკალი (პლასილი 92), როსიცკი, ლაფატა (ვიდრა 84).
მწვრთნელი: პაველ ვრბა
გოლები: 1:0 ბულუთი (8), 1:1 სივოკი (15), 1:2 დოკალი (58).
გაფრთხილებები: ოზიაკუპი
მსაჯი: იონას ერიქსონი
ბულგარეთი – ხორვატია 0:1 (0:1)
გოლი: ბოდუროვი (36 ს.კ.).
კვიპროსი – ისრაელი 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 დამარი (38), 0:2 ბენ ჰაიმი (45), 1:2 მაკრიდესი (67).
ლატვია – ისლანდია 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 სიგურდსონი (66), 0:2 გუნარსონი (77), 0:3 გისლასონი (90).
გაძევება: რუდნევსი (55).
მალტა – ნორვეგია 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 დეჰლი (22), 0:2;0:3 კინგი (26;49).
უელსი – ბოსნია 0:0