დღეს, 28 ოქტომბერს, არაბეთის პროლიგის მე-11 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ალ-ფეიჰა“ და „ალ-ნასრი“ დაუპირისპირდნენ. „ალ-ნასრმა“ 3:1 გაიმარჯვა, კრიშტიანუ რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა. მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე, ანგარიში ანდერსონ ტალისკამ გახსნა და „ალ-ნასრი“ წინ გაიყვანა. მალე, 61-ე წუთზე, ტალისკამ მეორე გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე ჰუსეინ ალ-შუვაიშმა ერთი ბურთი გაქვითა. მაგრამ 74-ზე ოტავიომ კვლავ ორბურთიანი გახადა სტუმრების უპირატესობა და მატჩის საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.
11 ტურის შემდეგ „ალ-ნასრმა“ 25 ქულა დააგროვა და საუდის არაბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დადგა. „ალ ფეიჰა“ მერვე ადგილზეა, გუნდს 11 მატჩის შემდეგ 14 ქულა აქვს.