მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, „ბარსელონასთან" ესპანური პრიმერას მე-11 ტურში დუბლი შეასრულა (2:1). ინგლისელმა „სამეფო კლუბის“ 13 სასტარტო მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა. ამგვარად, 20 წლის ნახევარმცველი მადრიდელთა ისტორიაში მესამე მოთამაშე გახდა, რომელმაც პირველი 13 მატჩში მსგავსი მაჩვენებლის მიღწევა მოახერხა. მანამდე ეს თავდამსხმელებმა, ალფრედო დი სტეფანომ და კრიშტიანუ რონალდუმ შეძლეს.
20 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში რეალში 13 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა ყველა ტურნირზე. ეს საუკეთესო შედეგია ევროპის 5 საუკეთესო ლიგის ნახევარმცველებსა და მცველებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „რეალში" დორტმუნდის „ბორუსიიდან" გასულ ზაფხულს 103 მილიონ ევროდ გადავიდა, ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2029 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.