ფეხბურთი

22:43 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყოჩაღი ნკეიტა

დღის გმირი მიკელ არტეტას „არსენალი“ გახდა, რიმელმაც „შეფილდ იუნაიტედს“ 5 უპასუხო ბურთი გაუტანა. არადა, თავიდან ასეთ ანგარიშს ვერავინ წარმოიდგენდა. ფეხბურთელები პოზიციურ თამაშს ამჯობინებდნენ. პირველად კარში 28-ე წუთზე დაარტყეს და ისიც საგოლე გამოდგა - ედი ნკეიტამ ივაჟკაცა. ამ საღამოს მან კიდევ ორჯერ გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. თითიც ვიეირამ (პენალტით) და ტომიასუმ შეაგდეს.

ახლა „არსენალმა“ 24 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე დგას და ორი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ტოტენჰემს.“

მე-10 ტური. 28 ოქტომბერი: არსენალი - შეფილდ იუნაიტედი 5:0, ჩელსი - ბრენტფორდი 0:2, ბორნმუთი - ბარნლი 2:1, ვულვზი - ნიუკასლი 2:2.

0.125396