პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ. ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ნიკა კვეკვესკირის „ლეხს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
კაკაბაძე 75-ე წუთზე შეცვალეს, კვეკვესკირი - 84-ზე. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩვენი ლეგიონერი ტრავმების შემდეგ ახალი დაბრუნებულია მინდორზე და მათი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა უკვე კარგის ნიშანია.
„ლეხმა“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. 15-ქულიანი „კრაკოვია“ კი - მეთერთმეტეზე.