ზურიოკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურის მატჩში „როდეზს“ უმასპინძლა და ფრედ - 2:2 ეთამაშა.
„ბორდომ,“ რომელსაც გასულ სეზონში ელიტაში გადასასვლელად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა, მომდინარე ჩემპიონატი სუსტად დაიწყო. ცხრილის ბოლოშია და ამას მწვრთნელის შეცვლაც მოჰყვა. 12 ოქტომბრიდან ჟირონდელებს 41 წლის ესპანელი ალბერტ რიერა თავკაცობს. თუმცა გამარჯვება ჯერ არ ჩანს. ზედიზედ მეექვსე შეხვედრაა „ბორდო“ ვერ იგებს.
დავითაშვილი აქტიური გახლდათ. ერთ ეპიზოდში ცოტა დააკლდა გატანამდე, მაგრამ მეტოქე მეკარემ, კონგოელმა ლიონელ ნზაუმ აჯობა, რომელიც 89-ე წუთზე გააძევეს და რადგან სტუმრებს ყველა შეცვლა განხორციელებული ჰქონდათ, კარში ნახევარმცველი ჯოვანი ჰააგი ჩადგა.
ზურიკომ 76 წუთი ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.