გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც „ბრაიტონთან“ მატჩის გამოტოვება ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოუწია, კარგადაა.
ამსტერდამელთა დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა ჰედვიგეს მადურომ განაცხადა, რომ გიორგი გამოჯანმრთელდა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. შესაბამისად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქართველი პსვ ეინდჰოვენთან მატჩისთვის მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია. პსვ-სა და „აიაქსის“ მატჩი 29 ოქტომბერს გაიმართება.